უცხოეთი
ბერძნებმა ათენის ცენტრში თურქეთისა და ამერიკის დროშები დაწვეს

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ბერძნებმა თურქული გამანადგურებლებით რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის პროვოკაციული დაცხრილვის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე თურქეთისა და ამერიკის დროშები დაწვეს.

თვითმფრინავი სამშაბათს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დავალებების შესრულებისას იქნა ჩამოგდებული. ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას კატასტროფის ადგილიდან გაიყვანეს.

ხუთშაბათს, სინტაგმას ცენტრალურ მოედანზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა და ვასილისას სოფიას პროსპექტით თურქეთის საელჩოსკენ გაემართა. პოლიციამ კოლონა საელჩოდან 300 მეტრში შეაჩერა, ბერძენი მფრინავების ძეგლთან, რომლებიც 1996 წელს, ეგეოსის ზღვაზე მომხდარი თურქული სამხედო-საზღვაო ძალებთან ინციდენტისას დაიღუპნენ. მაშინ ორი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეები არიან, ომის ზღვარზე აღმოჩნდა.

მიტინგის ორგანიზატორებს შორის იყვნენ ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია Alternativa  და კულტურული ორგანიზაცია „ჰერმესი“.

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც მიმართულია რეგიონში ისლამური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საფრთხის გავრცელების აღკვეთისკენ. თურქეთის ხელისუფლების მოქმედებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“, - აცხადებდნენ მიტინგის მონაწილეები.