უცხოეთი
სირიის შემდეგ რუსეთი ,,C 400"-ს აფხაზეთში განალაგებს?

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროზიდენტის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც მან რუსეთის მისამართით გააკეთა, შეფასებები მოჰყვა თბილისში. პირველ რადიოსთან“ საუბარში კომენტარს აკეთებს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, რომელიც ამბობს, რომ ხაჯიმბას განცხადება არავის არ აინტერესებს, მას რუსმა ექპსერტებმაც კი დასცინეს, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით შეიცავს რისკებს. დავითაია ამბობს, რომ აფხაზეთს რუსეთი თურქეთთან კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გამოიყენებს, რითიც თურქეთის საჰაერო სივრცეს მთლიანად ჩაკეტავს, ხოლო თუ როგო მოხდება ეს, დავითაია განმარტავს:

აფხაზი სეპარატისტების ლიდერის განცხადებას დასცინეს თვითონ რუსეთის ექსპერტებმა- ვის რაში აინტერესებს მისი აზრი- აი, ასეთ ჭრილში. მეც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ მისმა მომხრეებმა დასცინეს. აქ არის ერთი თემა,ეს არის აფხაზეთის გამოყენება და უკვე გამოყენებული არის საჰაერო სივრცის დასაკეტად. ეხლა აყენია C 300-ები აფხაზეთში , რომლის დაფარვის რადიუსია 300 კმ და სავარაუდოდ საუბარია C 400-ების დაყენებაზე, ბოლო საზენიტო დანადგარების, რომელიც ფაქტიურად თურქეთის ტერიტორიამდე ჩაკეტავს საჰაერო სივრცეს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება, ხოლოდ ამ ჭრილში შეიძლება იქნეს გამოყნებული, თორემ ხაჯიმბას აზრი არავის არ აინტერესებს, როგორც გაკეთდა განცხადება დღეს C 400-ების განლაგება ხდება სირიის რუსულ ბაზაზე, რაც ფაქტიურად კეტავს მთელი სირიის საჰაერო სივრცეს. აქედან გამომდინარე აფხაზეთში C 400-ის განლაგება დაფარავს საქართველოს საჰაერო სივრცეს თურქეთის საზღვრამდე თავიდან ბოლომდე, ე.საბრძოლო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში და არა სამოქალაქო ავიაციის შემთხვევაში, ეს საჰაერო ფრენებს შეუშლის ხელს, მისცემს საშუალებას სამხედრო ოპერაციების პერიოდში ჩაკეტოს მთელი ცა და ფაქტიურად სირიის მხრიდან, საქართველოს მხრიდან,რუსეთს თურქეთი ექნება ბლოკირებული. აი, ამითაა საინტერესო ხაჯიმბას განცხადება, ისე ხაჯიმბას აზრი არავის არ აინტერესებს. რუსეთს უკვე უყენია C 300, უკვე განლაგებულია ოჩამჩირესა და გალს შორის გუდაუთის სამხედრო ბაზაზე და ფაქტიურად ქუთაისის ჩათვლით საჰაერო სივრცეს ისინი აკონტროლებენ. მაგრამ C 400-ის განლაგება უკვე ნიშნავს, რომ ბათუმის ჩათვლით იქნება დახურული საჰაერო სივრცეს“,– განაცხადა პაატა დავითაიამ „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.

http://pirveliradio.ge/?newsid=58091