სამართალი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი მღებრიშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის შს მინისტრ რამილ უსუბოვთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს. საქართველოს შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო და ხაზი გაუსვა გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.

გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.