უცხოეთი
ობამა: Су-24-ის ინციდენტი სირიაში რუსეთის მონაწილეობის პრობლემას გვახსენებს

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თურქეთში რუსული სამხედრო თვითმფრინავის Су-24-ის ჩამოგდების ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს პრობლემებს, რომელიც უკავშირდება რუსეთის მონაწილეობას სირიის ომში, კერძოდ ასადის მხარდაჭერას და მის ოპონენტებზე დარტყმას.

,,ეს ინციდენტი მიუთითებს დაგროვილ პრობლემებზე, კერძოს იმაზე, რომ რუსეთი მოქმედებს ძალიან ახლოს თურქეთის საზღვართან და იმაზე, რომ ის აყენებს დარტყმებს, პირველ რიგში ზომიერ ოპოზიციას და არც კიდევ ISIS-ის“, - განაცხადა ობამამ თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ობამას თქმით, შეერთებული შტატები ამ ეტაპზე აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოხდა და რატომ ჩამოაგდო კონკრეტულად თურქეთმა რუსული თვითმფრინავი. იქვე აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს ,,როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება დაისვას თავისი ტერიტორია“.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ის აუცილებლად მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავიადარტყმებით კონცენტრირებული იყოს ISIS-ზე (ექსტრემალურ დაჯგუფებაზე, რომელიც აკრძალულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში).