უცხოეთი
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს მთელს მსოფლიოში გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შესახებ პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ. ტერაქტებზე, რომლებმაც 130 ადამიანი შეიწირა, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ, როგორც ამჟამინდელი ინფორმაცია მიანიშნებს, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, ალ-ყაიდა, ბოკო ჰარამი და სხვა ტერორისტული ჯგუფები კვლავაც გეგმავენ ტერაქტებს მრავალ რეგიონში. სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ყოფნისას.