სამართალი
საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს.

საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, სახმელეთო ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა, ასევე II და III ქვეითი ბრიგადების მეთაურებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა მოინახულეს. ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ სტუმრებს საინფორმაციო-გაცნობითი ბრიფინგი გაუმართა და ქართული ქვედანაყოფის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.