აქტუალური
„ქართველებს არასდროს უთხრათ სიტყვები – „რუსეთის პროვოცირება“, ეს თქვენთვის დისკუსიის დასარული იქნება“ - თინა ხიდაშელი

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი.  ასე უპასუხა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა.

ნატო- არსებობა უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის პროვოცირებისთვის. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, რომელიც უარს ამბობს რუსეთთან თანაცხოვრებაზე, რომელიც ამბობს, რომ მე გავაკეთე განსხვავებული არჩევანი - ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთისთვის, რათა გააკეთოს ის, რასაც საქართველოში დღესაც აკეთებს. ყველა საუბრობს რუსეთ-საქართველოს ომზე, რომ იგი 2008 წლის 7 აგვისტოს დილას დაიწყო. სინამდვილეში ეს ომი დიდი ხნით ადრეა დაწყებული - 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლების გამოაცხადა და უარი თქვა მოსკოვის გავლენაზე...ამის შემდეგ ჩვენ სხვადასხვა ეტაპები გავიარეთ - 1991-1992-1994-1998 და 2008 იყო ერთ-ერთი ამ ეტაპებიდან. ჩვენ მუდმივად ომის რეჟიმში ვიყავით, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ მსხვერპლის მიუხედავად არა“- ვეუბნებით ყველაფერს, რაც რუსეთის მიერ მშვიდობის სანაცვლოდ არის შემოთავაზებული“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ყირიმის ანექსია დიდი ალბათობით დაასრულებს დისკურსს იმის შესახებ, რომ რუსეთის პროვოცირებას ხელოვნურად ცდილობენ.