საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.

საქართველოს ეროვნული პრემიები  ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს,  მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს, რეჟისორ ლევან წულაძეს.

მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ: ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე.