პოლიტიკა
“სირიაში მებრძოლი ქართველების განცხადება” – ზაზა გაბედავა

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ა.წ 15 ოქტომბერს, სირიაში, დამასკოში ჩატარდა 134 ქვეყნის ერთობლივი ფართომაშტაბიანი შეხვედრა, რომელსაც ქრისტიანულ–მართლმადიდებლური სამყაროს 60000–ზე მეტი მებრძოლი დაესწრო. აღსანიშნავია რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას კავკასიის ეროვნულ–განმამთავისუფლებელი მოძრაობის 3035–მა მებრძოლემ. შეხვედრას ესწრებოდა სირიის მთავრობა და პრეზიდენტი ბაშარ ასადი. პრეზიდენტმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა მებრძლეს სირიაში თავდადებული ბრძოლისთვის. ამ შეკრებაზე ყველა მებრძოლმა სირიაში ფიცი დადო სირიის მთავრობის და პრზიდენტის წინაშე, რომ იბრძოლებენ სირიის გადასარჩენად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. აღნიშნული შეხვედრა თავისი მაშტაბით მეორეა ბოლო 22 წლის განმავლობაში.

ჩვენ სამშობლოდან შორს ვიბრძვით სირიის გასამარჯვებლად! სირიის გამარჯვება მსოფლიოს გამარჯვებაა!

სირიის გამარჯვებით დავასამარებთ მასონურ ამერიკას და ევროპას. იმ დღეზე ვლოცულობთ, საქართველოს დაუძინებელი მტერისთვის ტყვია არასდროს აგვეცილებინოს.

ჭეშმარიტო ქართველებო! ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში. ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ჩვენ სამშობლოს სჭირდება. საქართველოს უპირველეს ყოვლისა რისეთთან ურთიერთობების დალაგებას აძლევს ხელს. სწორედ დიპლომატიური ნაბიჯებითაა ეს შესაძლებელია.

ჩვენი სამშობლო უპატრონოდაა მიტოვებული. საქართველოში ჩვენი ადგილი არ მოიძებნა. ჩვენი სიცოცხლეზე მაღლა დავაყენეთ ჩვენი პრეზიდენტი და სამშობლოსათვის თავგანწირვა.

საქართველოს ლეგიტიმური და ერთადერთი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის 3035 მებრძოლის სახელით 134 ქვეყნის 60000 მებრძოლში მხოლოდ საქართველოს გვყავს 57 ახალგაზრდა ქალი მებრძოლი. როგორი ლამაზნი და უშიშარნი არიან ისინი, ესეც ღმერთის ნებაა!

დავით ჯანდიერი
სანდრო მარიამიძე
მართა სავანელი
მიშა მარიამიძე
ლაშა გამსახურდია
ლელა ჭინჭარაული
სალომე მწითური
ნაილი ხომერიკი
გიორგი ციხისთავი
გიორგი გალდავა

სირია, დამასკო
15 ოქტომბერი 2015 წელი