რედაქტორისგან
ხიდაშელმა გაიხსენა ხიდირბეგიშვილის მილოცვა პუტინს – თავდაცვის მინისტრის საბედისწერო შეცდომა

ჩემმა 2015 წლის 18 ნოემბრის პუბლიკაციამ „თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!“ ჭკუიდან გადაიყვანა საქართველოს თავდაცვის მინისტრი: იმავე დღეს, უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომიდან გამოსულმა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საქართველოს სადაზვერვო სამსახურები და ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ“, თუმცა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპირისპირო განაცხადეს – რომ მიღებულია საგანგებო მკაცრი ზომები, ჩატარებულია მობილიზაცია და მუშაობა სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი: „სიტუაციას ვაკონტროლებთ და კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება და 24-საათიანი მუშაობა".

ვახტანგ გომელაური: „საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის დღესვე, დილიდან გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე, შემოსვლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, უფრო აზიური, აფრიკული ქვეყნებიდან... მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და არ მოხვდნენ ჩვენი ქვეყნის გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის არ  შემოშვება ქვეყანაში და დავბლოკეთ. ასევე გამკაცრებულია კონტროლი სხვადასხვა მიმართულებებით გამშვებ პუნქტებზე, საზღვარზე.  კოორდინირებული მუშაობა შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ახლაც გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა უფრო მეტი გამკაცრება სხვადასხვა ზომების, სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების”.

გიორგი მღებრიშვილი: „კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, სასაზღვრო რეჟიმის, როგორც საოკუპაციო ზოლზე, გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან“.

დავუბრუნდეთ თინა ხიდაშელს: თავისი არადექვატური კომენტარის გაკეთებისას იგი ცდილობდა კამერების წინ თავის ხელში აყვანას – ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაში მე, იმ მიზეზების ჩამოთვლისას, რომელთა გამოც იგი არ შეეფერება თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ხომ აღვნიშნე: „არ შეიძლება ვერ შენიშნო მისი არაადექვატური მიმიკა და ჟესტები საზოგადოების წინაშე – ნევროზული გრიმასები და მოუსვენობა მიკროფონთან, რაც მის არაჯანსაღ ფსიქიკაზე მეტყველებს“.

მეორე დღეს კი, 19 ნოემბერს, თინა ხიდაშელმა თავად დაადასტურა, რომ იგი არა მარტო ჩემი მეგობარია Facebook-ზე, არამედ ჩემი ერთგული მკითხველიც, კომენტარი გაუკეთა რა მისდამი მიძღვნილ პუბლიკაციას: „რატომო, რატომო და მეხსიერება კარგი რამაა.

აბა ვის ეკუთვნის ეს ციტატა და ვის გადადგომას ითხოვს ავტორი (smile ემოცია smile ემოცია)

"ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდებოდა ჩვენს მოლოცვას, ამისი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, და რომ არა შიში, რომლითაც დღეს საქართველოში მთელი ატმოსფეროა მოწამლული. თქვენ მთელი მსოფლიოს კეთილი ნებისადამიანები იმედით შემოგყურებენ, ამიტომ – სრული სვლით წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რუსეთის სასახელოდ დღეგრძელობას გისურვებთ!".

როგორც ხედავთ, ხიდაშელმა ვერ შეძლო პუბლიკაციაში ჩემ მიერ წამოწეულ ვერც ერთ ბრალდებაზე  პასუხის გაცემა და მხოლოდ სიხარულით ჩაებღაუჭა ჩემი, 2012 წლის 5 მარტის მილოცვას პუტინისადმი, რფ–ის პრეზიდენტად მისი არჩევის გამო, რითაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

ამით ხიდაშელმა დაამტკიცა, რომ იგი სააკაშვილის კლონია: 2012 წლის მარტში ხომ, სწორედ ამ მილოცვის შემდეგ დაიწყო მუქარები და ჩემზე თავდასხმები (დამნაშავეებს „ვერ მიაგნეს“, ხოლო ვინც ვამხილე და სამართალდამცველებს ლამის ხელიდან ხელში გადავეცი – არ დაუსჯიათ, საქმეები დღესაც იმტვერება მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და შსს–ს არქივებში). მაშინ ციხეში წამებისგან მიხსნა აშშ–ის ორმა ელჩმა: ყოფილმა – რიჩარდ მაილსმა, რომელსაც დავურეკე და იმჟამინდელმა – ჯონ ბასმა, რომელსაც განცხადება ამერიკის საელჩოში მივუტანე.

რაც შეეხება თავად პუტინისადმი მილოცვას: მისი თითოეული სიტყვის ქვეშ ხელს ვაწერ დღესაც, მასში ხომ ჩემი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოდელზე ვმსჯელობ და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პუტინის მორიგი პრეზიდენტობის დროს მოხდება. თუმცა, „დეიდა თინა თბილისიდან“ ვერ ერკვევა ვერც პოლიტიკაში, ვერც დიპლომატიაში, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა მას „კაბიანი ბოკერია“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამდენი წელია დავით უსუფაშვილთან ერთ ბალიშზე სძინავს, ჭკუა თავისი ქმრისგან ვერ ისესხა, საქართველოსთვის კი მიუფურთხებია!

შევახსენებ ხიდაშელს, რომ 2012 წლის 5 მარტს მთელი ატმოსფერო საქართველოში ნამდვილად მოწამლული იყო შიშით, იმიტომ, რომ ქვეყანაში სააკაშვილის დიქტატურა სუფევდა! არ ეშინოდათ მხოლოდ ხიდაშელსა და რესპუბლიკელებს, რადგან ისინი და სააკაშვილი – მონსტრების ერთი კორპორაციის წევრები არიან. და რომ დღეს, NDI-ს გამოკითხვაც კი, რომლის თავმჯდომარეც ხიდაშელის მეგობარი – ძველი ლესბოსელი მადლენა ოლბრაიტია – ადასტურებს ჩემს სიტყვებს: საქართველოში ბევრი შემოუერთდებოდა მაშინ ჩემს მილოცვას, რომ არა შიში!

დღეს პუტინს მართლაც იმედით შეჰყურებენ მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები: ამერიკაც, ევროპაშიც, და თავად საფრანგეთის პრეზიდენტიც, რომელმაც გუშინ უარი განაცხადა, რუსეთისთვის „მისტრალი“, პარიზში ტერაქტების შემდეგ მიირბინა მოსკოვში, პუტინთან, დახმარების თხოვნით!

თუმცა, თინა ხიდაშელი ერთ რამეში მართალია – „მეხსიერება კარგი რამაა“, ამიტომ ახლა შევახსენებ – ვინ ვარ მე და ვინაა ის.

მე – ერთ–ერთი ვარ იმ იდეალისტთაგან, რომელთა წყალობითაც თინა ხიდაშელი დღეს თავდაცვის მინისტრია, მისი ქმარი დავით უსუფაშვილი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 2003 წლის ნოემბრიდან ჩვენი უკომპრომისო ბრძოლის წყალობით, ხოლო 2011 წლის ნოემბრიდან – ახალი ხელისუფლების – კოალიცია „ქართული ოცნების“ უანგარო მხარდაჭერის წყალობით, სადაც „რესპუბლიკური პარტიაც“ შევიდა – ხიდაშელი და უსუფაშვილი მილიონერები გახდნენ! უპრეცედენტო საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მე ბიძინა ივანიშვილისგან არ მიმიღია ერთი თეთრიც კი, ხიდაშელმა და უსუფაშვილმა კი მისგან ღიად მიიღეს მილიონ–ნახევარი დოლარი!

კიდევ ერთი იდეალისტი – ირმა ინაშვილი, რომლის წყალობითაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნებაა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“ – 16 დღე შიმშილობდა და იყინებოდა ქუჩაში სამთავრობო კანცელარიასთან – თინა ხიდაშელის მიერ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და მოთხოვნით – გადააყენონ სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი!

მე ყოველთვის ვიყავი ყველაზე „ცხელ წერტილებში“, სადაც ეს სჭირდებოდა საქართველოს და სადაც იღვრებოდა ქართული სისხლი, ამის მოწმე მეტია, ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“ ყველა ამომრჩეველი ყველა არჩევნებში. იმ დროს თინა ხიდაშელი ირმა ინაშვილით აფხაზეთში კი არ იყო, არამედ გიგა ბოკერიასთან ერთად ტრენინგებს გადიოდა – როგორ გაენადგურებინა მართლმადიდებელი საქართველო და ექცია თბილისი ლგბტ–ს დედაქალაქად... არა და, ადამიანები, გვარად „ხიდაშელი“, იდეაში ხიდების მშენებლები უნდა იყვნენ და არა დამანგრეველები, როგორც ხიდაშელის თანაკურსელთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელთა შორის იყვნენ როგორც ნორმალური ადამიანები – მირიან გოგიაშვილი, ლაშაჟვანია, ქეთი მახარაშვილი, გიორგი კოხრეიძე, კოტე სურგულაძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, ნინო რატიშვილი, სულხან მოლაშვილი, ასევე – ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კუბლაშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი პაპუაშვილი, გია გეწაძე და გია ცაგარეიშვილი. შემთხვევითი როდია, რომ 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას, სააკაშვილმა პირველ რიგში ხიდაშელი სოროსის ფონდის თავმჯდომარედ დანიშნა ...

რაღაც არ გვინახავს სამაჩაბლოსა თუ აფხაზეთში არც ხიდაშელის ქმარი, სამაგიეროდ, 1989 წლის 11 აპრილს (9 აპრილის ტრაგედიიდან ერთი დღის შემდეგ, როცა შეშინებული გოგონები „პიონერთა სახლში“ შევათრიე და იქვე წავიქეცი „ჩერიომუხით“ მოწამლული), დავით უსუფაშვილი კომუნისტი გახდა – სკკპ რიგებში მიიღეს. ხოლო 1992–1994 წლებში, როგორც უსუფაშვილი თავის ბიოგრაფიაში წერს, ის პრეზიდენტ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო საქართველოს პარლამენტში, თუმცა მაშინ საქართველოს არ ჰყავდა პრეზიდენტი, შევარდნაძე კი სახელმწიფოს მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ამიტომ პარლამენტში წარმომადგენელი მას არ სჭირდებოდა.

„მეხსიერება კარგი რამაა“: და სად იყო თინა ხიდაშელი, როცა 8 წლის წინ – 2007 წლის 10 აგვისტოს – ასობით შეიარაღებული პოლიციელი, სააკაშვილის ბრძანებით, ღამის 4 საათზე კოსტავას ქუჩა №14–ში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოში“ შეიჭრა და ქუჩაში გამოყარა გაზეთებისა და ჟურნალების 80–მდე რედაქცია, მათ შორის – „ასავალ–დასავალი“?! როცა სააკაშვილის ზონდერ–ბრიგადებმა 2–ჯერ დაარბიეს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქცია და შეიჭრნენ „საქინფორმი“-ს რედაქციაში – მთავარი რედაქტორის კაბინეტში ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით?! თინა ხიდაშელი ხომ 2005 წლიდან დღემდე გაეროს ადმაიანის უფლებათ დაცვის კომისარიატის, ევროპის საბჭოს, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის, წამების პრევენციის ასოციაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონსულტანტია კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში! როგორ დაუშვა მან, რომ საქართველოში მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა ჟურნალისტების დევნა, ათობით ათასი პატიმრის არაადამიანური წამება და ასტრონომიული ელიტარული კორუფცია?!

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში ვინმე შესძულდებოდათ ხათუნა გოგორიშვილსა და ირინა სარიშვილზე მეტად! თინა ხიდაშელმა ეს ბარიერიც გადალახა... სხვათა შორის, ქართველმა საზოგადოებამ დღემდე არ იცის – ხიდაშელი თუ უსუფაშვილი იჯდა „Hyundai“–ის ჯიპის საჭესთან, რომელიც 2005 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან „Honda“–ს სედანს შეეჯახა, რის შედეგადაც მასში მსხდომი ძმები მოისწრაფიშვილები – ლევანი და გიორგი, 24 და 11 წლის – ადგილზე დაიღუპნენ? სამაგიეროდ, მთელ საქართველოს ახსოვს, როგორ ჩაწერა ხიდაშელმა ცოტა მოგვიანებით, საახალწლო ტელე–შოუსთვის კლიპი გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი!“ საკუთარი შესრულებით, რომელიც YouTube-დან წაშალეს, როგორც კი თინა თავდაცვის მინისტრი გახდა! და რატომ არ ამღერდებოდა თინა?! არც მისი ქმარი და არც თვითონ მაშინ ხომ არც კი დაუჯარიმებიათ და „ლიშენიაც“ არ მიუციათ, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სისხლის სამართლის პასუხისგებაზე...

„მეხსიერება კარგი რამაა“: ჩვენ არ ვიცით, უწინდებურად მოიხმარს თუ არა ხიდაშელის ძმა ნარკოტკებს, რის გამოც იგი ერთხელ დააკავა ვაკე–საბურთალოს პოლიციამ, საიდანაც ის თინამ საკუთარი ხელით გამოათრია?

რატომ უწოდა თინამ საქართველოს საქაჯეთი და ბედნიერია, რომ მისი შვილები აქ არ ცხოვრობენ?

2015 წლის 14 ივნისს, თბილისში წყალდიდობის დროს, რატომ არ გასცა თავდაცვის მინისტრმა ბრძანება – გაეშვათ შვეულმფრენები „Super Puma” ადამიანების გადასარჩენად, რის გამოც 12 მათგანი დაიღუპა?

რატომ იმუქრება ხიდაშელი სასტიკად დასჯით ციხეებში საზარელი წამების ამსახველი ვიდეოების გამავრცელებლებს, და არა მათი შემკვეთებისა და შემსრულებლებს?!

რატომ არ დადიან ცოლ–ქმარი ხიდაშელები ეკლესიაში? ჰყავთ თუ არა მოძღვარი? მორწმუნენი არიან თუ არა, და თუ არიან, რომელ მრწამსს აღიარებენ?

რატომ სურს თავდაცვის მინისტრს საქართველოში სასწრაფოდ სამხედრო სამსახურის აკრძალვა?

რატომ შეცვალა საგარეჯოში მაჟორიტარი თინა ხიდაშელი მაჟორიტარმა თამარ ხიდაშელმა

– ასევე რესპუბლიკელმა და ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ?

რაზე და რამდენჯერ ესაუბრნენ თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს და მის ბიძას – თმერუ ალასანიას?

ვინ არის სოკოლოვი, რომელსაც „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდის?

მართალია თუ არა, რომ ჯერ ალასანია, და მერე ხიდაშელი ფრანგულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ყიდულობენ, რათა ფრანგებისგან „ატკატი“ მიიღონ და სწორედ ამას განიხილავდნენ რესტორან „La Frutte”–ში?

მე ვიწვევ თინა ხიდაშელს ტელედებატებში და თუ იგი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ტექნიკური მახასიათებლებთან, ასევე, შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და სამხედრო დოქტრინასთან დაკავშირებით ელემენტარულ კითხვებზე მიპასუხებს, სამუდამოდ გადავდებ კალამს და „რესპუბლიკურ პარტიაში“ შევალ!

კიდევ მაინტერესებს – 2006 წლის მაისში რატომ დამირეკა მოსკოვიდან მაღალჩინოსანმა და დავით უსუფაშვილთან „კარგი ინტერვიუს“ გაკეთება მთხოვა? ინტერვიუ მართლაც კარგი გამოვიდა, თუმცა ეს მუსაიფი უფრო იყო ჩაფიქრებულ მოსაუბრესთან. აი თინას კი მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე, როცა მობილურზე დავურეკე და მისი მეუღლის ტელეფონის ნომერი ვთხოვე ზემოხსენებულ ინტერვიუზე შესათანხმებლად. „მე დათო უსუფაშვილის მდივანი არა ვარ!“ – წამეუზრდელა პასუხად თინა და ყურმილი დამიგდო...

„მეხსიერება კარგი რამაა“: ვიხსენებ, რომ ერთხელ შსს–მ, სააკაშვილის ბრძანებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოში მსხვილი რუსული კორპორაციის წარმომადგენელზე დოკუმენტების გაყალბების შეთითხნილი ბრალდებით. დაბნეულმა ჩინოვნიკმა ყველა ღონეს მიმართა – პუბლიკაციებს მედიაში, ნაცნობობას, იურისტებს, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ნებისმიერი თანხის გადახდისთვისაც კი მზად იყო, ოღონდ  სკანდალი ჩაეფარცხა! არაფერმა უშველა და უბედურს მოსკოვში დარეკვა მოუწია – ხელმძღვანელობისთვის მომხდარის მოსახსენებლად. მოსკოვიდან უპასუხეს: „ხვალ მიხვალ დავით უსუფაშვილთან. არ გვკითხო, რატომ მასთან... ჩვენ მას გავაფრთხილებთ, ის ყველაფერს დაარეგულირებს“. და მართლაც, რესპუბლიკური პარტიის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ყველაფერი დაარეგულირა: „წაბრძანდით, მეტად აღარავინ შეგაწუხებთ!“ – დაამშვიდა მან რუსი ჩინოვნიკი მისი მონათხრობის მოსმენისთანავე, და საქმეც მაშინვე დახურეს...

ასე რომ, თინაუ, „პრორუსების“ დათვლას, ეგებ ჯერ საკუთარი თავისთვის მიგეხედა?! მაგრამ ხიდაშელისთვის, რომელიც დღეგამოშვებით ნატოს შტაბ–ბინასა და აშშ–ში დაფრინავს დავალებების მისაღებად, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლება დამოუკიდებლად იაზროვნო და დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიცია გქონდეს! თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელს კიბერუსაფრთხოების მძლავრი რესურსი აქვს „კრემლის რბილ ძალასა“ და „ჰიბრიდულ ომთან“ საბრძოლველად შექმნილი, ამიტომ იცის, ხიდირბეგიშვილს რუსეთის საზღვარი სამ წელზე მეტია არ გადაუკვეთია, მიუხედავად მრავალრიცხოვანი მიწვევებისა; ხიდირბეგიშვილს მოსკოვიდან მხოლოდ წელიწადში 3–ჯერ ურეკავენ – ახალი წლის, დაბადების დღისა და შობის მისალოცად; ხიდირბეგიშვილის მობილური ნომრები, ყველა E-mail, Skype და Facebook–გვერდები იცის მთელმა საქართველომ და მათი გაკონტროლება ხიდაშელისთვის სირთულეს არ წარმოადგენს (ამერიკული სპეცაპარატურა ხომ უწინდებურად თავდაცვის სამინისტროს შენობაშია?). დაფინანსებაზე კი ლაპარაკიც სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს...

P.S. მე ხშირად მეკითხებიან - რატომ ტირის პუტინი იმ ფოტოსურათზე, სადაც მას ვულოცავ? მან ხომ ეს–ესაა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და, იდეაში, გახარებული და გაღიმებული უნდა იყოს?!

მე ვპასუხობ, რომ პუტინი ხიდაშელის ხელში აღმოჩენილ ბედკრულ საქართველოს და რუსეთ–საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას დასტიროდა, რომელიც ნაძირალა სააკაშვილმა დაანგრია...

P.P.S. ზემონათქვამის მიუხედავად, საქინფორმი აგრძელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ინფორმაციის გამოქვეყნებას, რასაც ყველა მინისტრის დროს აკეთებდა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 24 ნოემბერი, „ვარდების რევოლუციის“ მე–12 წლისთავი
საქართველო, თბილისი