საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. რფ-ის თავდაცვის მართვის ნაციონალურმა ცენტრმა, სადაც თათბირი მიმდინარეობდა, სირიაში რფ-ის საჰაერო-კოსმოსური ძალების მოქმედებების თაობაზე, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, დასავლეთელი ჟურნალისტები გააოგნა.
„მოვლენის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა თავად შენობა - რუსეთის არმიის ნერვული სისტემის ახალი ცენტრი, სადაც მოხდება სამხედრო მოქმედებათა კოორდინირება მთელ მსოფლიოში, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისა და სტრატეგიული შეიარაღების ჩათვლით“, - აღნიშნავს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტი.
„თავდაცვის მართვის ახალი ცენტრი, სადაც პუტინი ესწრება ბრიფინგს სირიაში ავიაიერიშების განხორციელების თაობაზე, თითქოსდა ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებიდანაა აღებული“, - დაწერა „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ „თვითერ“-ზე.