სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი პროექტი „გზა წარმატებისკენ“ დაიწყო

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ადამიანები ლექციებს ჩაატარებენ და შსს-ს აკადემიის სტუდენტებსა და მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

პროექტის ფარგლებში, პირველი ლექცია შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებისთვის და მსმენელებისთვის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა ჩაატარა. მან ისაუბრა პოლიციაში კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მუშაობის სპეციფიკაზე. ივანე პაპიაშვილმა დამსწრეებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი წარუდგინა, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთ წარმატებით გახსნილ, რთულ საქმეზეა გადაღებული.

ლექციის შემდეგ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებმა და მსმენელებმა ივანე პაპიაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და მისაგან რეკომენდაციები მიიღეს.