აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კანადაში ვიზიტი დაასრულა

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის პლენარულ სესიაზე - ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია. სესია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. თინათინ ხიდაშელმა განიხილა, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისთვის და რამდენად არის მზად იმ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომელიც მომავალი წლების შემდეგ დადგება.

ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. ჰალიფაქსის კონფერენციის ფარგლეში თინათინ ხიდაშელი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს ჯანინ ჰენის-პლასჩერტს, ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელს, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრს ზორან იოლევკსს და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩს. შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს.