პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: „ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ბრალიც არის“

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია. მთავარია რომ, რუსული ფული არ იყოს. საქართველოში ესაა დღეს მთავარი. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის რუსული ფული. ეს არის თანხა, რომელიც შემოვიდა ჯერჯერობით პირადად ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან”, - ამბობს პაატა ბურჭულაძე, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი, “P.S.”- თან საუბარში.