უცხოეთი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. მალის დედაქალაქ ბამაკოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს რუსეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყებამ თავდასხმა დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ეს არის არაადამიანური დანაშაული, რომელიც მალიში ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტერორისტები ბამაკოში მდებარე “რედისონის” სასტუმროს თავს დაესხნენ და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო. თავდასხმის შემდეგ მალიში 10-დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.