უცხოეთი
იაცენიუკმა ევროკავშირსა და აშშ–ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

 

1-iace-zar-3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ–ს, რუსეთის წინააღდმეგ სანქციები გააგრძელონ. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის პრესამსახური იუწყება.

დარწმუნებული ვართ, რომ რუსეტის წინააღდმეგ სანქციები წვროკავშირის ყველა ქვეყანამ და აშშ–მა უნდა გააგრძელონ“, – განაცხადა იაცენიუკმა ევროკავშირის ქვეყნებისა და „დიდი შვიდიანის“ სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრისას.

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა წინადადებით მიმართა დამსწრეებს, ერთობლივი ძალისხმევა მიმართონ გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისკენ და „ერთ მუშტად შეკრული“ დარჩნენ „რუსული აგრესიის“ წინააღმდეგ.