უცხოეთი
კრემლმა კიევს ვალების გადაუხდელობის შედეგების შესახებ შეახსენა

1-debt-zar-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. კიევის უარმა, ვალი გადაუხადოს მოსკოვს, შესაძლოა უკრაინა დეფოლტამდე მიიყვანოს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ვალი სუვერენულია, ის გადახდილი უნდა იქნეს. ამ ვალის გადაუხდელობა ნიშნავს დეფოლტურ სიტუაციას“, – განაცხადა მან.

 

მისი თქმით, მოსკოვი  უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე კიევისა და იმ სხვა მხარეების ოფიციალურ პასუხს ელოდება, რომლებიც შესაძლოა გარანტებად წარდგნენ. „რაიმე სხვა წინადადება რუსულ მხარეს არ გაუხმოვანებია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა. 19 ნოემბერს უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა უკრაინული „პირველი ნაციონალური არხის“ ეთერში განაცხადა, რომ კიევი რუსეთს 3 მილიარდიან ვალს არ გადაუხდის: „სხვა კრედიტორებისგან განსხვავებულ პირობებს ვერ მიიღებთ. საბაზო მოთხოვნაა ვალის 20 პროცენტით შემიცირება და ყველა ვალის 4 წლით გადავადება“, – განაცხადა მან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსული ვალის გადახდაზე მორატორიუმის შემოღებით დაიმუქრა.