უცხოეთი
ნარიშკინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების თაობაზე მსჯელობას ველურობა უწოდა

1-nariSkin-zar-1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დასავლეთის მსჯელობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების თაობაზე მომხდარი ტერაქტბის ფონზე ველურად და სულელურად გამოიყურება, – მიაჩნია სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინს. ამის შესახებ ტას–ი იუწყება.

 

პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის აზრით, ამგვარი იდეები მოწმობს, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას სინდისსა და მორალთან დაკავშირებული პრობლემების აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკოსების საკუთარ ხალხსაც აღარ ესმის. ვინ ახსნის, ასეთ სიტუაციაში რატომ პედალირდება სანქციების გაგრძელება რუსი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების მიმართ. ნუთუ ამჟამინდელ პირობებში დიალოგი საჭირო არაა?“ – განაცხადა ნარიშკინმა სახელმწიფო დუმისა და  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერაციის  საბჭოს ერთობლივ სხდომაზე.