სამართალი
შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

1-Sss-sam-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შს სამინისტროს ინიციატივით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 191-ე საშუალო სკოლის 44 უფროსკლასელ მოსწავლესთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპუატაციის საფრთხეების საკითხები.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ ისინი გახდებიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლი, თვითმხილველი ან თანამონაწილე, აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.