აქტუალური
საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რამდენიმე საათით სტუმრობდა.
ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.