საზოგადოება
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შავ ზღვაზე კონკრეტული საკომუნიკაციო პლათფორმის შექმნა” – მამია ბერძენიშვილი

1-archil-saz-2-mtსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა  სხდომაზე  წარმოდგენილი იქნა სულ 9 საკითხი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითლიძემ კომპანიების  გოდე-2014“ და  “BROTHERS”-მიმართ რიგი ღონისძიებების  განხორციელების და „მყარი ნარჩენების მართვის  პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ 2009 წლის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა.

აჭარის გზებისა და სამელიორაციო სამსახურის უფროსმა გიორგი რომანაძემ წარმოადგინა საკითხი შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა მამია ბერძენიშვილმა წარმოადგინა საკითხი აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესახებ.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შავ ზღვაზე კონკრეტული საკომუნიკაციო პლათფორმის შექმნა. ამ შემთხვევაში ასოციაციის სახით, რაც საშუალებას მოგვცემს ბათუმის და ზოგადად შავი ზღვის საკრუიზო მიმართულების პოზიოციონირება მოვახდინოთ, პორტთან უკვე მიდის მოლაპარაკება, რომ  მე-10 და მე-11 ნავმისადგომის რეაბილიტაცია მოახდინოს“,- განმარტა მამია ბერძენიშვილმა.

1-archil-saz-2-1 1-archil-saz-2-2