უცხოეთი
ბარაკ ობამა: რუსეთი კონსტრუქციული პარტნიორია

1-baraka-zar-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სირიის რეგულირების საკითხზე საუბრისას, აღნიშნა, რომ რუსეთს კონსტრუქციული პოზიცია აქვს და შეთავაზება გააკეთა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოები დაელოდებიან, თუ რამდენად შეიცვლება მოსკოვის პოლიტიკა ახლო მომავალში.

მანილაში გამართულ АСЕАН-ის სამიტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას, ობამამ აღნიშნა, რომ ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რუსეთი კონსტრუციულ პარტნიორად იქცა და სირიაში პოლიტიკურ ცვლილებებს დაუჭირა მხარი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი კვლავ არ შეთანხმებულან ბაშარ ასადის ბედთან დაკავშირებით, რადგან კრემლში ჯერ კიდევ საუბარია იმაზე, რომ ასადი უნდა დარჩეს სირიის პრეზიდენტად, "თუმცა, ეს შეუთანხმლებობები ჩვენ არ გვიშლის ხელს სირიაში მიმდინარე ოპერაციების განხილვაში", - განაცხადა ობამამ.

ბარაკ ობამამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი შეცვლის საომარ სტრატეგიას, ასადთან და "ისლამურ სახელმწიფოსთან" მიმართებაში.

"ჩვენ მივესალმებით, თუ რუსეთი მთლიანად გადაერთვება მთავარი მტრის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჩვენ დაველოდებით და შევხედავთ, რამდენად რეალური იქნება ეს ცვლილება", - განაცხადა ობამამ.