სამართალი
შსს-მ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

1-graJd-SAMART-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქერიმ . საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, თურქული წარმოების, „Sarsilmaz“-ის ტიპის პისტოლეტი 15 ვაზნით და 1 მჭიდით ამოიღეს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაკავებულმა თურქეთიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.