აქტუალური
დავით ებრალიძე: „საიდუმლო სამშენებლო შესყიდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოხდება, როგორიცაა ღია ტენდერები“

1-ebral-aqtual-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის უწყებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების საიდუმლო შესყიდვების განხორციელების რეფორმა დაიწყო, რომელიც გამჭვირვალობისა და მაღალი კონკურენტუნარიანი, თანაბარი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საიდუმლო შესყიდვების რეფორმის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არსებული საიდუმლოებაზე დაშვების მქონე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა.

ებრალიძემ აქამდე არსებული მექანიზმი ახალ ინიციატივასაც შეადარა და მის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი: შესაძლოა გამარჯვებული ერთი კომპანია ყოფილიყო და კონტრაქტი  მეორესთან დადებულიყო. ეს იყო სრულიად არატრანსპარანტული და არასამართლიანი მექანიზმი. ახლა ჩვენ შევცვალეთ ეს მექანიზმი და საიდუმლო სამშენებლო შესყიდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოხდება, როგორიცაა ღია ტენდერები www.spa.ge-ზე. მოხდება ვაჭრობა და გამოვლინდება  გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება კონტრაქტი. ხოლო რაც საიდუმლო დოკუმენტაციაა, ის საიდუმლო კომუნიკაციით მოხდება. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი შესყიდვებში“.