საზოგადოება
"ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში" – თინა ხიდაშელის მორიგი არაადექვატური განცხადება
1-araadeqv-sazog-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი.  თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია. „კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.