საზოგადოება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურები წარადგინა
1-mer-sazog-2საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ქალაქის თავმა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს გივი კუბლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - გიორგი ბაგრატიონის; განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - ირაკლი გვილავას; ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე - ნოდარ ჭიჭინაძის; ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საკრებულოს ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარედგინა. რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს, აღნიშნულ თანამდებობაზე ნოდარ ფურცელაძის კანდიდატურა წარედგინა.