საზოგადოება
არჩილ ხაბაძე: „მიმდინარეობს რამდენიმე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, სადაც სულ მალე 2000-მდე მოქალაქე დასაქმდება“

1-khabaZe-sazog-2საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. 16 ნოემბერს სასტუმრო „შერატონში“, საჯარო შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ პირადად წარადგინა 3 წლის მანძილზე შესრულებული საქმიანობის ანგარიში.

მთავარ მიღწევებად შეფასდა არსებული ხელისუფლების პირობებში სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა, რომ მხოლოდ ამ ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ ბინები გადასცა 181 ოჯახს, 200-ზე მეტს კი დაუკანონა საცხოვრებელი ფართი.

„მოვიზიდეთ ინვესტიციები და მიმდინარეობს რამდენიმე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ახალი ბულვარის მიმდებარედ, სადაც სულ მალე 2000-მდე მოქალაქე დასაქმდება, ხოლო ქალაქის ეს ნაწილი მიმზიდველი გახდება ტურისტებისათვის. მათ შორის უნდა აღინიშნოს ახალი საერთაშორისო ბრენდის „მარიოტის“ შემოსვლა რეგიონში, რომელიც 60 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. სულ მალე აჭარის მთავრობის დაფინანსებით ბათუმში დაიწყება მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. მუდმივად მიმდინარეობს კადრების გადამზადება წამყვან სფეროებში“, - განაცხადა, კერძოდ, არჩილ ხაბაძემ შეხვედრაზე.