უცხოეთი
აშშ-მა ახალი ბირთვული ბომბის დასკვნითი გამოცდა ჩაატარა

1-bomba-zar-3საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ში უახლესი ატომური ბომბის, B61-12 მესამე დასკვნითმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

ტონოტას პოლიგონზე F-15E ტიპის თვითფრინავიდან მართული ფრენის რეჟიმში გაშვებული ბომბის სისტემებმა შეფერხების გარეშე იმუშავეს“, - ნათქვამია აშშ-ს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს მოხსენებაში.

როგორც ТАСС–იწერს ახალი ამერიკული ბირთვული ბომბი B61-12 ე. წ. "ჭკვიანი ბომბების" კატეგორიას განეკუთვნება. ბომბის უკანა ნაწილი ერთგვარი საჭეებით არის აღჭურვილი, რაც მისი მართვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, გაზრდილია ბომბის ზუსტად მიზანში მოხვედრის ალბათობა.

ТАСС–ის ინფორმაციით, 20 ერთეული ასეთი ბომბი, გერმანიაში ბიუხელის ავიაბაზაზე განთავსდება. საჭიროების შემთხვევაში ბომბს სამიზნემდე გერმანული, „ტორნადოს“ ტიპის თვითმფრინავები მიიტანენ.