აქტუალური
"ფინანსთა სამინისტროს კონტრდაზვერვისა და საზღვრის დაცვის სამსახურების დაფინანსების გასაზრდელად ფული არ აქვს" - გიორგი კაკაურიძე

1-kaka-aqtual-3საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება გუშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააკეთა და ამით ოპოზიციის ინიციტივას უპასუხა. შეგახსენებთ მსოფლიოში ტერორიზმის გაზრდილი საფრთხეების გამო ქართული სპეცსამსახურებისთვის დაფინანსების გაზრდა დღეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოითხოვეს.

ირაკლი ალასანიას გუნდი ფიქრობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხობის ზომების გასამაკაცრებლად კონტრტერორისტულ ცენტრსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დაფინანსება უნდა გაუორმაგდეს. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ ინიციატივას მხარი დაუჭირონ. პოლიტიკური გაერთიანება გირჩი კი ინიციატივას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.