აქტუალური
ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ისგან ბოდიშს და მორალური ზიანისთვის 100 ათას დოლარს ითხოვს

1-jRark-aqtual-1საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ნინო ჯღარკავა სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს. ამავე დროს, დასკვნას აქვეყნებს პროკურატურა, რომლის მიხედვითაც, 25 ოქტომბერს, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასული ლადო ბედუკაძის და ნინო ჯღარკავას ფეისბუქ-მიმოწერა ყალბია.

ნინო ჯღარკავა: ამას მეორე კლასელი ბავშვიც მიხვდებოდა, რომ ეს იყო პროგრამაში გაკეთებული ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც ძალიან სირცხვილი იყო. ამიტომ მე ვაპირებ სამოქალაქო საქმით, ჩემს ადვოკატს უკვე სარჩელი გამზადებული აქვს“.

პროკურატურამ 11 ნოემბერს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გავრცელებული სქრინშოთები ყალბი აღმოჩნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი სქრინშოტი შექმნილია 2014 წლის 12 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დღეს აიტვირთა „Nikoloz Xucishvili”-ს პროფილზე ის ფოტო, რომელიც ფიგურირებს გადაცემა განსხვავებული აქცენტებში გავრცელებულ „სქრინშოთზე“, რაც თავის მხრივ ემთხვევა გამოკითხული ჟურნალისტის ლაშა ბერულავას მიერ მითითებულ თარიღს, რომ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მისთვის უცხო პიროვნებისაგან ჩაუვარდა ხელში ეს მასალა. ანალოგიური ვითარებაა „სქრინშოთზე“ მოცემულ კიდევ ერთი მომხმარებლის - „Toni Montana”-ს პროფილთან მიმართებაშიც, რომელიც ასევე შექმნილია 2014 წელს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით უტყუარად დგინდება, რომ ტელევიზიით გავრცელებული 2012 წლით დათარიღებული მიმოწერა „სქრინშოთები“-ს სახით არის ყალბი.

ირმა ინაშვილი: მე მივეცი პროკურატურას ჩვენება ამასთან დაკავშირებით და გამოვრიცხე ამ ჩვენებაში ყველა ის თემატიკა, რაზეც საუბარი იყო ამ მიმოწერაში და რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ის იყო გაყალბებული. “

ნინო ჯღარკავას განცხადებით, ფეისბუქის ადმინისტრაციას აუცილებლად მიმართავენ.