უცხოეთი
შეგახსენებთ, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აპარატიდან, პირველ რიგში, ოლიგარქები უნდა მოშორდნენ, რომლებიც ქვეყანას თავის საკუთრებად მიაჩნია. ამასთანავე, სააკაშვილმა სასამართლოში წასვლაზე უარი განაცხადა, ვინაიდან, მისი თქმით, „სასამართლოში სიარულისთვის არ სცალია, აუცილებელია უკრაინის შეცვლა“.
„ეს ადამიანები უკრაინას ძარცვავენ. უნდა მივხედოთ კორბანს, კოლომოისკის, ივანჩუკსა და მარტინენკოს. ქურდები, მათ შორის პრეზიდენტის და პრემიერის გუნდიდან, ციხეში უნდა ისხდნენ“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.