უცხოეთი
საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს დაჭრილი სამხედროებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას NTV ავრცელებს.
ოდესელებმა გუბერნატორს დაუთვალეს, თუ რა თანხა დაუჯდებოდა მას ეთერში რეკლამის განთავსება. აღმოჩნდა, რომ 3 დღის განმავლობაში რეკლამის განთავსების ღირებულება 3 მილიონი გრივნა იქნებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
NTV-ს ცნობით, საქმეს ფარდა ქართველმა ჰაკერმა ახადა. მან სააკაშვილის მრჩევლის თეიმურაზ ნიშნიანიძის ელ-ფოსტა გატეხა, საიდანაც გაირკვა, რომ ეს თანხები მოდიოდა საქველმოქმედო ფონდიდან „ოდესის საკეთილდღეოდ“, რომელიც დონბასში დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად შეიქმნა.