საზოგადოება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ტოლერანტობის დღის წინა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს საქმიანობა დალოცა

1a-saz-3-an-mtსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ფრაქციასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო.

სტუმრებმა პატრიარქს საკრებულოში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და 16 ნოემბერს ამ დღის აღსანიშნავად  დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიწვიეს.

პატრიარქი თბილისის საკრებულოში ეროვნულ უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შექმნას მიესალმა და სტუმრები დალოცა.

უწმიდესმა ძალიან დიდი პატივით და მისთვის ჩვეული სითბოთი მიგვიღო. პატრიარქი მიესალმა თბილისის საკრებულოში ეროვნული უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და შეხვედრის ყველა მონაწილე დალოცა. ის პირადად გაესაუბრა საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პატრიარქმა ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ ის, ამ მიმართულებით ყველა კეთილ წამოწყებას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

16 ნოემბერს  ტოლერანტობის დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიღმა საქართველო რა თქმა უნდა ვერ დარჩება, ვინაიდან  ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება ტოლერანტობის ყველაზე კარგი და თვალსაჩინო მაგალითი იყო ყოველთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ შეხვედრის შემდეგ.

1a-3 1a-4
1a-5 1a-6
1a-7 1a-8
1a-9 1a-10
1a-11 1a-12
1a-13 1a-14
1a-15 1a-16
1a-17 1a-saz-3-an-bolo