საზოგადოება
დეპუტატ რიმა ბერაძეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის - ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა

1berad-sazog-2-mtavarსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე რიმა ბერაძეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის - ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, ფრაქციასთან ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი მიესალმა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით, ნომინაციაში - წლის საჯარო მოხელე - გამარჯვებულ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძეს საპატიო ჯილდო და სიგელი სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გადასცა.

საქართველოს სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, მერიის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები.

1berad-sazog-2-qvem