რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვურჩევ ვახტანგ გომელაურს, დაუკვირდეს სირიიდან საქართველოში ჩამოსული პირების მოქმედებებს, მათ კონტაქტებს და მოსკოვში გახშირებულ ვოიაჟებს...“

1vurCev-polit-1-redaq-114 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა განაცხადა: პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე".

არ გამოვრიცხავ, რომ სუს-მა სხვა ოპერატიული ზომებიც მიიღო და გასაგები მიზეზების გამო, ამაზე დუმს, და თუ არა - მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

აუცილებელია პანკისის ხეობის გაძლიერებული კონტროლი, რადგანაც ის იყო და რჩება ბოევიკების ბუდედ: (სააკაშვილის დროს იყო საწვრთნელი ბანაკი, სამხედრო ბაზა და ჰოსპიტალი ჩეჩნეთში მებრძოლი ტერორისტებისთვის, დღეს  არის „ისლამური სახელმწიფოს“ გამწვევი პუნქტი, ანუ ადამიანური რესურსებით შევსების წყარო).

აუცილებელია პოლიციის, სუს-ის და ჯარის ერთობლივი პატრულირება თბილისში, ბათუმში, ფოთში, თელავში, ზუგდიდში და ქვემო ქართლის რეგიონში. ამაში უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართულმა ქვედანაყოფებმა, რომლებმაც ავღანეთში ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში (ISAF) იმსახურეს და პატრულირების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.

აუცილებელია იმ პირების სრული სიის შედგენა, ვინც ბოლო 4 წლის განმავლობაში სირიიდან საქართველოში სამუდამოდ - საცხოვრებლად ან სამუშაოდ ჩამოვიდა, და მერე მათი და მათი გარემოცვის მოქმედებებზე განსაკუთრებული დაკვირვება. ამ სიაში თითქმის 100% არაქართველები მოხვდებიან, რაზეც ადრე ვაცნობე ვახტანგ გომელაურს.

აუცილებელია მეორე სიის შედგენაც - სააკაშვილის მებრძოლების, ვინც უკრაინაში მისი მოწვევით წვრთნებს გადის სირიაში, „ილამური სახელმწიფოს“ რიგებში, გასაგზავნად (სენატორ ჯონ მაკკეინის პროგრამით); და "ქართული ლეგიონის" მებრძოლების, რომლებიც უკვე 2 წელია უკრაინაში  - დონბასში ომობენ. ამ სიაში, ძირითადად, ქართველები და ჩრდილოკავკასიელები იქნებიან. მათი სრული მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყველა სასაზღვრო - გამშვებ პუნქტს, განსაკუთრებით - თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, ბათუმის და ფოთის საზღვაო პორტებში, ლარსის და სადახლოს საკონტროლო - გამშვებ პუნქტებში.

ამასთან, აუცილებელია საზღვრის გაძლიერებული პატრულირება - ამაშიც შსს-ს თავდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს ერაყში, ავღანეთსა თუ ცენტრალურ აფრიკაში საჯარისო ოპერაციებში მონაწილეობამიღებული ბატალიონებით.

და კიდევ ბევრი ოპერატიული, სადაზვერვო - სამძებრო, ტექნიკური და ანალიტიკური სამუშაოა  ჩასატარებელი, რადგანაც მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოში არიან პროვოკატორები, რომლებმაც "გაურკვეველი“ მიზეზებით ბოლო ხანებში მოსკოვში ჩასვლები გაახშირეს. ვიზების პრობლემა მათთვის არ არსებობს, რადგანაც მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციების ინტერესების სექცია მფარველობს და ამით თვით რუსეთს ძლიერი საფრთხის ქვეშ აყენებს (რუსეთის პრესტიჟის გაფუჭებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). არსებული ინფორმაციის საფუძველზე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოსკოვში ღებულობენ დავალებებს იმ პირებისგან, ვისაც არ აწყობს ქართულ - რუსული ურთიერთობების დარეგულირება - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში ეს აგენტები თავის ფუნქციას, შესაბამისად - ანაზღაურებას კარგავენ! ამიტომ ისინი შეეცდებიან საქართველოში დივერსიების მოწყობას, მაგალითად, ტერაქტებისა – თბილისში. შემდგომ "უცებ" აღმოჩნდება "რუსული კვალი“, რომელზეც ნაცმოძრაობა „რუსთავი 2“-ზე იწივლებს, რომ ისინი, თურმე, "რუსეთის ფსბ-ს დავალებით მოქმედებდნენ" და ეს, თურმე,  არის „რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის უნიათო და რუსეთთან დამთმობი პოლიტიკის შედეგები“. და არავინ მიაქცევს ყურადღებას, რომ ტერორისტები, როგორც არნო ხიდირბეგიშვილი ვახტანგ გომელაურს აფრთხილებდა, საქართველოში სირიიდან ჩამოვიდნენ...

არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვში ეს დივერსანტები სააკაშვილის ბიძას - თემურ ალასანიას - ხვდებიან და დავალებებს მისგანაც იღებენ.  ერთი ხელყუმბარაც რომ აფეთქდეს რუსთაველის მეტროში, თბილისში არნახული პანიკა ატყდება, ყველაფერი რუსეთს დაბრალდება და სააკაშვილი ოდესიდან ბორანზე 3-ათასიანი რაზმით საქართველოში ფოთიდან შემოვა.

და ბოლოს -  2 თვის წინ თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი დადო ფრანგულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვაზე, რომლებიც საქართველოს ვითომდა ტერორისტების თავდასხმებისგან დაიცავდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ თვითონ საფრანგეთიც კი უძლურია ტერორისტებისა და მათი ტაქტიკის წინაშე, როგორც ნებისმიერი ნატოს წევრი - ქვეყანა! ამიტომ ეს ПРО-ს სისტემები ცოცხივით იმ მინისტრს  უნდა გაუკეთო, რომელიც გაბედავს და გაღატაკებული ქართველი ხალხის ფულს თინას სათამაშოში გადარიცხავს! თუ უკვე გადარიცხული არ არის...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 16 ნოემბერი
საქართველო, თბილისი