უცხოეთი
პუტინმა განკარგულება გასცა, ხელი მოეწეროს სომხეთთან შეთანხმებას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ

armenya-zar-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა. შესაბამისი განკარგულება 11 ნოემბერს გამოქვეყნდა. პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს და აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

2013 წელს რუსეთმა გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება ყაზახეთთან დადო.