აქტუალური
„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს“ - თინა ხიდაშელი

iaponia-aqtual-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ.

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა - მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება პროექტებისა და იდეების კონკრეტულ რეალიზებაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასრულებისას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართული დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიწვია. თინათინ ხიდაშელმა კი გენ ნაკატანი საქართველოში დაპატიჟა.