საზოგადოება
მადლენ ოლბრაიტი - გიორგი მარგველაშვილს: „მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ“

Madlen-sazog-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში. თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად და, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი. მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ. ველი ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას. ღრმა პატივისცემით, მადლენ ოლბრაიტი“,- აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. „პრეზიდენტი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მე მგონი, ეჭვიც არავის გეპარებათ იმაში, რომ პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.