პუბლიკაციები
ივანიშვილი ინაშვილს შუალედურ არჩევნებში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

golod-polit-3-analitikaსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს მოუწოდებს არ იხმაროს ტერმინი ,,გაყალბებული არჩევნები რადგან, მისი შეფასებით, ,,მოპარული არჩევნები არ ყოფილა“.

„ირმა ინაშვილს მინდა მივულოცო. მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციას. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. სამწუხაროა განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ის აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“ ჩემთვის მიუღებელია. მოპარული არჩევნები არ ყოფილა. იქ ჩუმად არავის არაფერი უკადრებია. კონკრეტული კითხვები, რაც არსებობს  არჩევნებში სამხედროების მონაწილეობასთან დაკაშირებით, ეს გასაჩივრებულია. აქ საუბარი იყო მინისტრებზეც. შემიძლია ვთქვა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ეს თემა დახვეწონ, რომ სალაპარაკო აღარ გახდეს. საზოგადოებას განუმარტონ ნორმები. ქართველები მაქსიმალისტები ვართ. ყველაფრის კულმინაციაში აყვანა გვინდა. ირმა ინაშვილს მინდა ვთხოვო, რომ ამ უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას. მან ენერგიულად იბრძოლა საგარეჯოში. ყველა დანარჩენმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს. მიზეზი მარტივია. ვერცერთმა ვერ გაწია წინააღმდეგობა, როგორც ინაშვილის პარტიამ, მათ შორის, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ ყველაფერი წინ აქვთ. არჩევნები ამით არ დასრულებულა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.