საზოგადოება
„პრეზიდენტის უარი ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა“ - ბიძინა ივანიშვილი

atoneli-sazog-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცინიზმის უმაღლეს დონედ აფასებს.

მთავარს რასაც ვხედავ მე, ყველამ უნდა დაიცვას კანონი და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. ის რასაც ჯიუტად აგრძელებს დღეს, ღირებულებაში, რომ გადაყავს 10 მილიონს აჭარბებს და ამბობს, რომ ამას მოქალაქეების დასაცავად აკეთებს და აქ ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.