საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრას დაესწრო

1-alibegg-sazog-3საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  თბილისის მერი დავით ნარმანია,  ასევე საქართველოს პარლამენტის ქართულ-ებრაული მეგობრობის კომიტეტის წევრები, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი  ვიზიტის შედეგებსა და საქართველო-ისრაელს შორის სამომავლო თანამშრომლობას შეეხო  და აღინიშნა, რომ  5 დეკემბერს ხანუკას დღესასწაულზე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ქართული მხარეცაა ჩართული და  ეს ერთობლივი ღონისძიება კულტურის სფეროში ურთიერთთანაშრომლობის კარგი მაგალითი და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება.