პუბლიკაციები
თბილისში გამოჩენილი მსახიობის ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

1-doska-saz-2-mtსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძემ სსრკ-ის სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ნატალია ბურმისტროვას სახელობის მემორიალური დაფა გახსნეს.

სახლი, რომელშიც გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი 1950-2008 წლებში ცხოვრობდა ლეონიძის ქუჩის N 12 მდებარეობს.

მემორიალური დაფის გახსნას მსახიობის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

1-doska-1 1-doska-2