უცხოეთი
საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში მე-80 ადგილზე აღმოჩნდა

1-blago-zar-2-anსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველომ 142-დან მე-80 ადგილი დაიკავა მსოფლიოს ქვეყნების ნაციონალური კეთილდღეობის რეიტინგში (Prosperity Index). ამის შესახებ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

პირველად საქართველო რეიტინგში 2012 წელს მოხვდა და 93-ე ადგილი დაიკავა. 2013 წელს კი პოზიცია 84-ე ადგილამდე გაიუმჯობესა.
Prosperity Index შედგენილია 79 მაჩვენებლის საფუძველზე, რომლებიც 8 კატეგორიაშია გაერთიანებული.
ლიდერების ხუთეულში მოხვდნენ ნორვეგია, შვეიცარია, დანია ახალი ზელანდია და შვედეთი.