პუბლიკაციები
საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „არა გაყალბებულ არჩევნებს", - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ „პატრიოტთა ალიანსისა" და პარტიის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან.
„პატრიოტთა ალიანსი"- ს ლიდერი ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელისა და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ინაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სწორედ მათ გააყალბეს არჩევნები. ინაშვილი ასევე მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც არჩევნების გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული მოთხოვნით ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ შიმშილობის აქცია დაიწყეს.
![]() |