საზოგადოება
დავით თარხან-მოურავი: “რამდენიმე დღეში შიმშილობა დაიწყება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში და ყველა დიდ ქალაქში. ამ ბრძოლაში არ იქნება არავითარი დათმობა!“

1-arCevneb-saz-2-anსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ისინი მთავრობის სახლთან შეჩერდნენ.

დავით თარხან-მოურავმა მომიტინგეებს მოთხოვნის ტექსტი გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობას გაეგზავნება.

პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს პატრიოტთა ალიანსიმოვითხოვთ:

1. შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ეს ცვლილება განხორციელდეს არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; დაუყოვნებლივ გაუქმდეს არსებული მაჟორიტარული სისტემა.

2. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნებისმიერი რანგის საჯარო მოხელეებს, ასევე ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული, ან მათ მიერ დაფუძნებული ან დაქვემდებარებული არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებს აეკრძალოთ საარჩევნო პროცესში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია-პროპაგანდა. ასეთი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც მძიმე დანაშაული და განეკუთვნოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებათა კატეგორიას.

3. არჩევნების დღეს ხმის მიცემა სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ამომრჩევლისთვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამომრჩეველს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა იმ დროისთვის კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის არანაკლებ ნახევრის ოდენობით.

4. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, ისე, რომ პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებთან ერთად თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰყავდეს თანაბარი რაოდენობის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციაში;

5. კვალიფიციურ სუბიექტებს ჰქონდეთ თანაბარი დაფინანსება, თანაბარი საეთერო დრო და სურვილისამებრ შეუნარჩუნდეთ საარჩევნო ნომერი, რომლითაც მონაწილეობდნენ ბოლო საერთო არჩევნებში;

6. საარჩევნო ოლქებში შეიქმნას უბნები სახელმწიფო მოხელეებისთვის;

7. გაუქმდეს საარჩევნო ოლქებში სპეციალური უბნების შექმნის მავნე პრაქტიკა“.