რედაქტორისგან
გუშინ საღამოს მიშამ დამირეკა: „იმდენი წელი მლანძღე, არ მწყენია - სიტყვის თავისუფლებას პატივს ვცემ! მაგრამ ახლა ძალიან მეწყინა- ერთი რამ გთხოვე და ქინძივით დამიკიდეო...“.
თქვენ მოგმართავთ, რუსთავი 2-ოსნებო! დიახ, თქვენ - “რუსთავი 2”-ის სახეებს - წამყვან წამყვანებს: გასული კვირის ბოლოს ჩუმად ოდესაში რომ გაფრინდით და დაბრუნდით, ვერ მითხარით?! ჩურჩხელებს გაგატანდით მიშასთვის, რამდენი ხანია მეხვეწება... ახლა სად შევტენო მიშასთვის მომზადებული ჩურჩხელა?!კარგი, გაპატიებთ, თუ მომიყვებით - როგორ გასწავლიდათ ქინ-ძა-ძა „დაუნ ვი დიქტეიტეს“, ანუ სახგადატრიალებას! არავის ვეტყვი, “мамой клянусь“ - „რუსთავი 2“ ხომ ჩემია...
საქინფორმის მთავარი რედაქტორია
რნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 10 ნოემბერი
საქართველო, თბილისი