პუბლიკაციები
საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ს სენატმა უკრაინას თვდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 300-მილიონიანი დახმარება დაუმტკიცა.
სენატმა მხარი დაუჭირა 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც თავდაცვის სფეროსთვის სულ 612 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, აქედან 300 მილიონი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს, 600 მილიონი დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი ობამა კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მიზეზი თავდაცვის ბიუჯეტის ზრდაა.