პუბლიკაციები
ქართული ოცნება": „ჩვენ ვემიჯნებით "რესპუბლიკელების" პოზიციას“

1-gruzmeCt-samart-2საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. "რესპუბლიკური პარტია" მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით კატეგორიულად ემიჯნება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ისინი "რესპუბლიკელების" პოზიციას ემიჯნებიან.

რესპუბლიკური პარტია" ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს...

ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს დღევანდელი უფროსობის, კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არც საერთო სასამართლოებში", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე აზრი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმაც გამოხატა: ურთმელიძის ეს განჩინება კი არის ძალიან სერიოზული დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პოლიტიკური მოტივები აქ იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე მოსამართლეს არ ჰყავდა დედა, ახლა სასამართლოს აღარა ჰყავს.

"ღლიცინი და სიხარული "აბა, "ნაცები" რომ იმას აკეთებდით, კაი იყო?" სტილში ხომ საერთოდ გულისამრევია. "ქურდის ქურდი ცხონდა"- პრინციპით ცივილიზებული სახელმწიფო არ შენდება", - ნათქვამია, კერძოდ, დავით ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა.

უმრავლესობის დანარჩენი ნაწილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრების პოზიციას ემიჯნება.

სასამართლომ იმოქმედა კანონის ფარგლებში. ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე და უშუალოდ მოსამართლე ურთმელიძეზე არც ზეწოლა და არც რაიმე ტიპის ჩარევა არ მომხდარა“, - აცხადებს, კერძოდ, ზურაბ ტყემალაძე.

„სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად გასაგები გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომენტალურად გასხვისება არ უნდა მოხდეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის ადმინისტრაცია, რომელიც ამჟამად "რუსთავი 2"-ში არსებობს, რეალურად სიტუაციას არ მართავს, იქ სიტუაციას მართავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სისხლისღვრის ორგანიზებაზეა ორიენტირებული. ამდენად, ეს გადაწყვეტილება მართებული იყო, დანარჩენი კი მხარეთა დავამ უნდა აჩვენოს", - აღნიშნავს, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.