პოლიტიკა
„დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს რუსთავი 2-თან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ღიად უნდა გამოეცხადებინა“ - დავით უსუფაშვილი

1-isxod-polit-2საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი.  ასე გამოეხმაურა ტელეარხის გარშემო მიმდინარე პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კითხვები მაქვს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან, არამედ სხვებთან მაგრამ ჯობია მე ვიზრუნო იმაზე, რომ ამ კონკრეტულ მოსამართლესაც და სხვა მოსამართლეებსააც, რომლებიც ხვალ და ზეგ სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ ამ საქმეს, ჰქონდეთ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანის გარემო, ვიდრე თავად გავაკეთო განცხადება იმის თაობაზე, რას ვეთანხმები და რას არ ვეთანხმები.

როდესაც მთელი მსოფლიო ვინც კი საქართველოზე მუშაობს ამ თემაზეა მობილიზირებული და აკვირდება პროცესს, მე მგონია, რომ არათუ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და არაპირდაპირი გზებით და მოგვიანებითი არ უნდა ვიგებდეთ ამას",- განაცხადა, კერძოდ, დავით უსუფაშვილმა.