საზოგადოება
დავით მაღრაძე: „უცხოელი დიპლომატები იმას იცავენ, ვინც მათ იდიოტებად მიიჩნევს!“ ზაზა პაპუაშვილი: „რა გაგიხდიათ ეს ამერიკის ელჩი ვერ გავიგე!“

1-diplomat-sazog-3საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას აცხადებს.

იმედი მაქვს, დასავლეთში სამართლებრივ შეფასებას მისცემენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ავალებს და აწყობს გადატრიალებას სხვა ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები, დიპლომატები, რომელთაც სააკაშვილი იდიოტებს ეძახის“,– აცხადებს მაღრაძე.

ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც იან კელი “რუსთავი-2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

მე ვიზიარებ იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას და ვეთანხმები აბსოლუტურად და თქვენ რა გაგიხდიათ ეს ამერიკის ელჩი ვერ გავიგე... ჩემი აზრით უნდა იყოს დაფიქრებული და მოზომილი ნებისმიერი მისი განცხადება, იმიტომ, რომ ის არის ელჩი და წარმოადგენს სხვა ქვეყანას ჩვენს ქვეყანაში. დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც ელჩი გაითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გააკეთებს ისეთ განცხადებას კი არა, რომელიც გარკვეულწილად რომელიღაცა მხარის სიმპათიას დაიმსახურებს, არამედ ისეთს როგორიც არის რეალურად, კანონიერად და კონსტიტუციურად”,- განაცხადა, კერძოდ, ზაზა პაპუაშვილმა.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „… დასავლური ქვეყნების ელჩები ასეთ სისულელეებს როდემდე უნდა ლაპარაკობდნენ და გაუგონარ უპატივცემულობას როდემდე უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?!

სადისტებს, მწვალებლებს და დამნაშავეებს მფარველობდით და მფარველობთ დაამას პრიმიტიულიდემოკრატიული ფასეულობების”, „სიტყვის თავისუფლებისდასასამართლოს დამოუკიდებლობისდეკლარაციით ნიღბავთ. ამ დროს კისასამართლოს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებთ!

მოზომეთ სათქმელი და იქამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, დასავლეთის ხსენებაზე ხალხს ღებინებას აწყებინებდეს

ესაა დასავლური პოლიტიკური პრაგმატიზმი? სადღაც აფრიკული განუვითარებელი ქვეყანა და საქართველო ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და თავი მოგაქვთ მენტორებად!..”, – წერს, კერძოდ, გიორხელიძე.